,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 15 ივლისის N17536/27 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2025 წლის 10-13 სექტემბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის – შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - თსუ რექტორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
გ) თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ) ლაშა საღინაძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) დარეჯან თვალთვაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ) ნინო ჩიქოვანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი -
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) ეკატერინე ნავროზაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
კ) დარეჯან გარდავაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ლ) თინათინ ბოლქვაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
მ) ლალი გულედანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისრაელის ცენტრის კონსულტანტი; საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ნ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ო) თეა გერგედავა - თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი -
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
პ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჟ) მანანა ლილუაშვილი - თსუ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დროებითი გამოფენების კურატორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
რ) კახაბერ რუსიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ს) ნინო უგრეხელიძე - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ტ) ლევან კერესელიძე - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
უ) იოსებ სოფრომაძე - უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა, წინამდებარე ბრძანებას თანდართული სახით (დანართი N1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმის ადმინისტრაციას გამოფენის მოწყობა.
8. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას სამენოვანი ბუკლეტის “შალომ დავიდი - ქართულ-ებრაული კულტურის მოამაგე” დაბეჭდვა.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია