Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული    კოდექსის     52-ე    მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის პირველი,  მე-2 და მე-3  ნაწილების, 54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,57-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის  „ა“,  „ბ“,   „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის  4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის   წესისა  და  საფასურის  დამტკიცების შესახებ“  №10/ნ ბრძანების №1  დანართის  მე-2    უხლის   მე-3  პუნქტი  „ა-გ“  ქვეპუნქტების,  სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2025 წლის 30 ივნისის 2025-2026 სასწავლო  წლის   შემოდგომის    სემესტრში,    უმაღლესი    საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის    ერთი   დაწესებულებიდან    სხვა    დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული  ვადების განსაზღვრის შესახებ  “ N1.1/67 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს    2025-2026 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრის   მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 12-15 სექტემბერი;
ა.ბ) უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველ  სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16-17 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)  – 18-19 სექტემბერი 14:00 სთ-მდე;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების  მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და   საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 22 სექტემბერი;

ბ)    საგამოცდო    ვადები     (უნივერსიტეტში    გადმოსვლის    მსურველი დოქტორანტებისთვის/მაგისტრანტებისათვის):
ბ.ა) უცხო  ენის გამოცდა (ინგლისური) – 16 სექტემბერი
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –17 სექტემბერი 13:00 სთ - მდე;
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 18 სექტემბერი 18:00 სთ - მდე;
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -19 სექტემბერი 13:00 სთ -  მდე; 
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში-19 სექტემბერი 14:00 სთ - დან;.

2.  განისაზღვროს         წარმოსადგენი         დოკუმენტების        ნუსხა          (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა)განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი       დიპლომისა      და      დანართის      ნოტარიულად
დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო    პროგრამის    ხელმძღვანელის    თანხმობა     (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო      სამეცნიერო     ხელმძღვანელის     თანხმობა     (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ)ერთსაფეხურიანი,           ხუთწლიანი,          უმაღლესი           განათლების დამადასტურებელი    დოკუმენტის   მაგისტრის    აკადემიურ    ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი  (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების     ეროვნული     ცენტრის     მიერ     გაცემული)      (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი  საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ)უცხო         ენის         ცოდნის         დამადასტურებელი        საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3.  ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4.  დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია