Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების  გავლის  წესის  და  პერსონალის მართვის  დეპარტამენტის უფროსის გ. ჯანელიძის 2025 წლის პირველი ივლისის  N16102/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს ცვლილებები  „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2025 წლის 16 ივნისის N171/02-01 ბრძანებაში:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 19 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით.“
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა  იქნეს  2025
წლის 19 ივნისიდან 17 ივლისის  ჩათვლით  17 საათამდე , ელექტრონულ ფოსტაზე  : 
stajireba@tsu.ge  სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  -  ანაზღაურებადი  სტაჟირება პერსონალის მართვის დეპარტამენტში.“
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 28 ივლისისა.“
2. ინფორმაცია   ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის  პერსონალის  მართვის  დეპარტამენტში   სტაჟიორის  შესარჩევად კონკურსის   გამოცხადების   შესახებ"   ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2025  წლის  16 ივნისის  N171/02-01  ბრძანებაში  ცვლილებების  შეტანის   შესახებ  განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე