Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,    56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    „საჯარო    სამართლის   იურიდიული   პირის        – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს      ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანების

ა) 1.1 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტში და საგამოცდო პერიოდი ნაცვლად:

„23 ივნისი       -15 ივლისი (დასკვნითი  გამოცდები),     17    -    23 ივლისი     (დამატებითი გამოცდები)“ განისაზღვროს:
„23 ივნისი         -17 ივლისი (დასკვნითი  გამოცდები),      23-     29 ივლისი      (დამატებითი გამოცდები); “

ბ)  1.1 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტში და არდადეგები ნაცვლად:

„24 ივლისი - 28 სექტემბერი“ განისაზღვროს:
„30 ივლისი - 21 სექტემბერი “ ;

2.ბრძანების      უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს     კანცელარიას,      ბრძანება      გადასცეს      შესაბამის       სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე