Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  №63/2017  დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ “თსუ  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტის,  ინსტიტუტის  დირექტორის   გიორგი ჭეიშვილის    2025 წლის 4 ივნისის N13738/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 30 მაისის სხდომის N4 ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი  ჭეიშვილი – კომისიის თავმჯდომარე - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა  საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და  წყაროთმცოდნეობის  განყოფილების  მთავარი  მეცნიერი   თანამშრომელი, ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის  დოქტორი;
ბ) ავთანდილ სონღულაშვილი - კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის  ისტორიისა   და   ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  ახალი  და უახლესი  ისტორიის  განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
გ) ლიანა ბითაძე - კომისიის  მდივანი  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
დ) ქეთევან ხუციშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილების  ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე)  როლანდ თოფჩიშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

2.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
3.  დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 7 ივლისისა.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი).
5.   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია