„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შესარჩევი კომისიის 2025 წლის 22 აპრილის N2 სხდომის ოქმის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მ. მელიქიშვილის 25.04.2025 N9819/26 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ზ. გოგშელიძის
28.04.2025წ. N9978/10 დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაფინანსდნენ, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები 5625 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), შემდეგი თანაფარდობით:
ა) დუმბაძე სალომე (პ.ნ )-1406.25 ლარით
ბ) გერგედავა თეა (პ.ნ ) -1406.25 ლარით
გ) ლეჟავა ლელა (პ.ნ ) 1406.25 ლარით
დ) ზუბაშვილი ანა (პ.ნ ) -1406.25 ლარით
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე