,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის კომპონენტის მართვის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2025 წლის 14 აპრილის N75/01- 01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2025 წლის 16 აპრილის N9214/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის კომპონენტის მართვის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 34 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით;
2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 100 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი