Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის   პირველი  ნაწილის,  55-ე  მუხლის,    56-ე  მუხლის    მე-2  და  მე-3 ნაწილების, 57-ე   მუხლის,    ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის
2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   მე-14  მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და   მე-12 პუნქტებისა და სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის   2025 წლის  18 თებერვლის №3612/27  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინარული  კონფერენციის  - განმანათლებელის, გამოჩენილი ფილოსოფოსის,  ჟურნალისტის,    პროზაიკოსის,    ლიტერატურის ისტორიკოსის, პედაგოგის,  საზოგადო   და  პოლიტიკური  მოღვაწის  სოლომონ დოდაშვილის დაბადებიდან     220 წლისთავის,    2025 წლის      13  –  14 ნოემბერს ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა   სამუშია    - უნივერსიტეტის  რექტორი,  აკადემიკოსი,   საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი;
გ) დარეჯან თვალთვაძე  -  უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
დ) დემურ  ჯალაღონია - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი,   ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის   მოადგილე;
ე) ანასტასია  ზაქარიაძე  -  უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი -კომისიის  წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი -  უნივერსიტეტის   სამეცნიერო    კვლევებისა    და განვითარების დეპარტამენტი  -  კომისიის წევრი.
ზ) თეა გერგედავა - უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი -  კომისიი წევრი;
თ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი - კომისიის წევრი;
ი) კახაბერ რუსიძე  -  უნივერსიტეტის  გამომცემლობის დირექტორი  -  კომისიის წევრი;
კ)  ნინო უგრეხელიძე  -  უნივერსიტეტის   საზოგადოებასთან   ურთიერთობის დეპარტამენის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის  წევრი;
ლ) ლევან კერესელიძე - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  უფროსი  - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ)  ნატო ჩუბინიძე  -  უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  უფროსი,    საორგანიზაციო კომისიი წევრი;
ნ)  იოსებ  სოფრომაძე -  უნივერსიტეტის  მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი.
2.   დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1).
3.   დაევალოს  საფინანსო დეპარტამენტს     ხარჯთაღრიცხვის     შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების  ფინანსური უზრუნველყოფა.
4.   დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტს  კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური    და     სატრანსპორტო    მომსახურების
უზრუნველყოფა.
6.  დაევალოს საზოგადოებასთან  ურთიერთობის   დეპარტამენტს  უზრუნველყოს კონფერენციის   სათანადოდ   გაშუქება,    საზოგადოებრივ    არხზე,    საპატრიაქოს
ტელევიზია ,,ერთსულოვნებაში’’.
7. დაევალოს მუზეუმის ადმინისტრაციას გამოფენის მოწყობა.
8.   დაევალოს  გამომცემლობას      საერთაშორისო  ჟურნალის   ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“-ს N16 2015, სოლომონ დოდაშვილის ნაშრომების,
გადმობეჭდვა და გამოქვეყნება, მოსაწვევის, პროგრამების, პლაკატის დაბეჭდვა.
9.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

რექტორი ჯაბა სამუშია