Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  29–ე  მუხლის  მე–3  ნაწილის  „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, თსუ საქმის წარმოების ერთიანი წესების 4.3 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. განადგურდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 და 2021 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკები.

2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 და 2021 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურებისთვის შეიქმნას კომისია.

3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

პროფ. ნანა გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე.

პროფ. დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.

თამარ მოკვერაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.