Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 14 დეკემბრის  N26788/10 საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.    შევიდეს  შემდეგი  ცვლილებები  და  დამატებები  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის      თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   სტუდენტთა   საერთაშორისო გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში    მონაწილეობისათვის    შერჩევის    წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო  გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესში (შემდგომში - ,,წესი“)’’:


ა) წესის  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) პირი არ უნდა იყოს სწავლების ბოლო ან ბოლოსწინა სემეტრის სტუდენტი, ამასთან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 კრედიტი;’’;

ბ)  წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე:
ინგლისური  ენის  შემთხვევაში:  TOEFL  (90  iBT),  IELTS  (6.5  მინიმალური  საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;
გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate
(90-100)
ფრანგული ენის შემთხვევაში: DELF (B2), DALF (B2) იტალიური ენის შემთხვევაში: CILS (B2), PLIDA (B2) ესპანური ენის შემთხვევაში: DELE (B2), eLADE (B2) პორტუგალიური ენის შემთხვევაში: CAPLE (B2)
ბერძნული ენის შემთხვევაში: Certificate of Attainment in Greek (B2)
თურქული ენის შემთხვევაში: TYS (B2). ‘’;


გ) წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,დ“ - ,,ვ’’ ქვეპუნქტები:

,,დ) ბაკალავრიატის საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში, სკოლის დამამთავრებელი ან ბოლოსწინა სრული აკადემიური წლის დასწრებულად გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული    იყო     შესაბამის     უმაღლეს     საგანმანათლებლო     დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე   მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას;
ე) მაგისტრატურის საფეხურის აპლინატების შემთხვევაში, თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე     მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას;
ვ) სადოქტორო საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში:
ვ.ა) დასწრებულად საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში კვლევითი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე დასწრებულად, კვლევითი სტაჟირების ენის მითითებით, სადაც სტაჟირების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე       მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 თვე. 
ვ.ბ) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური საქმიანობის/სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კერძოდ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განცხადების გაკეთების და წინა აკადემიური წლის განმავლობაში არანაკლებ 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეულ სემესტრში მინიმუმ 5 კრედიტის დატვირთვის მქონე კურსის წაყვანა.’’;


დ) წესის მე-4 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) სრულყოფილად სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმომდგენი, რეგისტრირებული სტუდენტის GPA (მრავლდება 10-ზე), რის საფუძველზეც სტუდენტს შესაძლებელია მიენიჭოს 25-40 ქულა;
ბ) სსსმ პირის სტატუსი - 1 ქულა;
გ) გასაუბრება (გასაუბრება ტარდება იმ შესაბამის უცხოურ ენაზე, რა ენაზეც მიმდინარეობს სწავლება სტუდენტის მიერ შერჩეულ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულებებში) და მისი კომპონენტებია:
გ.ა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თავსებადობა სტუდენტის საგანმანათლებლო ან/და კვლევით მიზნებთან    0-10 ქულა
გ.ბ სტუდენტის მოტივაციის შეფასება    0-15 ქულა
გ.გ სტუდენტის ზეპირი პრეზენტაცია    0-15 ქულა “;

ე) წესის მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,20.  რეგისტრირებული (გასაუბრების  ეტაპამდე  მისული)  სტუდენტის  მიმართ გაცვლით  ან მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით დადებითი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, თუ მას ჯამურად მიენიჭა 59 (სსსმ პირის შემთხვევაში, 60)  და  ნაკლები  ქულა  ან     ამ  მუხლის  მე-19 პუნქტის  ,,გ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტებში მიენიჭა 19 და ნაკლები ქულა.’’

ვ) წესის მე-4 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,24. მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცვლით პროგრამაში სარეიტინგო სიის საფუძველზე კონკრეტულ სტუდენტთა მასპინძელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის თაობაზე ინფორმაცია (სტუდენტის წარდგინება უცხოეთის  შესაბამის  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში)  ეგზავნება შესაბამის  მიმღებ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებას.  ამავდროულად, შერჩევის პროცესის შედეგად მიღებული შედეგები ეგზავნება შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა სტუდენტს ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული შედეგები საბოლოო არ არის და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უარი თქვას (სრულად ან ნაწილობრივ) წარდგინებაზე, რაც აღინიშნება ამავე პუნქტში ნახსენებ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებებში. სტუდენტს, რომელმაც მოიპოვა სტიპენდია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, უფლება ენიჭება უარი თქვას ამ   პროგრამაში   მონაწილეობაზე,   მაგრამ   არაუგვიანეს   შესაბამისი   ელექტრონული წერილის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.’’;

ზ)   წესის მე-4 მუხლის  27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 
,,27. გაცვლითი პროგრამით უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის დადგენილი ვადები გაგრძელებას არ ექვემდებარება (ვადების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მასპინძელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით და უნივერსიტეტის თანხმობით, მასპინძელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერვე დაწესებული პირობებით იმ შემთხვევაში, როცა ვადის გაგრძელებისთვის შემოთავაზებული ფინანსური რესურსი არ წარმოადგენს სრულ სტიპენდიას და შესაბამისად, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს ახალი კონკურსის გამოსაცხადებლად).’’.


2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე