Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014 წ.), სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის22 ოქტომბრის N 211/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი.

2) მარიამ ბაკურიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანის პეციალისტი.

3) ხატია ხატიაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.

2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2021 წლის 24 ნოემბრიდან  2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით 12-დან 16:00 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი), ოთახი N 207.

3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

 4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.