Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფონდი „ქართული გალობის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ–ს გამორჩეულ სტუდენტებისთვის ეთნოლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში, მონაწილეობის მიღებისათვის შესაბამის საბუთების წარმოდგენის/საკონკურსო პირობებისა, შემფასებელი კომისიისა და ამ კომისიის შემმადგენლობის დამტკიცების შესახებ


Order N:: 13

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქვემოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 27 ივლისის წერილის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ-ს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა /დოქტორანტურა) ეთ­ნო­ლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარ­მოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტია.

 

1) 2020 – 2021  სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.

2) ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეც­ნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში.

3) მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.

2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე –  pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)

3. საბუთები მიიღება 2021 წლის 9 აგვისტოდან 2021 წლის 16 აგვისტომდე არაუგვიანეს 17:00 საათისა.

4. სტიპენდიანტის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

4.1. ქეთევან ხუციშვილი

4.2. ელენე გოგიაშვილი

4.3. . ნინო ჩიქოვანი

4.4. ეკატერინე ნავროზაშვილი

4.5. ქეთევან სიხარულიძე

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულ­ტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.