Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა დადაცვის წესის“  საფუძველზე, 

ვბრძანებ:                

1. განისაზღვროს 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადები:

ა) საბაკალავრო ნაშრომის ინსტიტუტში წარდგენის ბოლო ვადად (ელექტრონული სახით) განისაზღვროს 19 ივნისი.

ბ) საბაკალავრო ნაშრომების დაცვად განისაზღვროს 9-14 ივლისი.

გ) სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა მოხდეს 14-19 ივნისს.

დ) სამაგისტრო ნაშრომების ძირითადი დაცვა მოხდეს 14-21 ივლისს.

2. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.