Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი   განათლების   შესახებ"   საქართველოს კანონის 22-ე     მუხლის   პირველი პუნქტის, 37-2  მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და   "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-11 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 10 თებერვლის N 3/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2021 წლის  19 თებერვლის N 2449/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს     კონკურსი     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.    მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც   აქვს   დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად   მიღებული   სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.    მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე  4  წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო    -     კვლევითი     საქმიანობის     გამოცდილება     და     უნდა     ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.    მთავარი   მეცნიერი   თანამშრომლის   (ვადიანი)   და   მეცნიერი   თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო -კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი    პირობების     მე-2      მუხლით     განსაზღვრულ     კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
5.    კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  პირველ  მარტს  საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 12 აპრილამდე. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს  არაუგვიანეს 2021 წლის 20 აპრილისა;
6.    კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
სასარგებლო წიაღისეულისა და გეოქიმიის განყოფილება
მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი (ვადიანი)  - 1 საშტატო ერთეული;
7.   კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე  ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში       მეცნიერი  თანამშრომლის  სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად:
რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის განყოფილება მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული ;
8.        სამეცნიერო   თანამდებობაზე   (მთავარი   მეცნიერი   თანამშრომელი,   მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება,  დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე-2 პუნქტისთანახმად,       უმაღლეს       საგანმანათლებლო       დაწესებულებაში       არ შეიძლება         დასაქმდეს    ,,სქესობრივი    თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის წინააღმდეგ     მიმართულ  დანაშაულთა  ბრძოლის  შესახებ’’   საქართველოს  კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე     კანონის     საფუძველზე     სასამართლომ     ჩამოართავა     საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
9.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 5 აპრილიდან   2021 წლის
12 აპრილამდე 11:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი
№101.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
12. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  გაზეთი   ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

რექტორი გიორგი შარვაშიძე