თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას - „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“. მის ფარგლებში მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, იმართება დისკუსიები. მოსწავლეებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.
30 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს 47-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უმასპინძლებს საბავშვო მწერალი ნატო დავითაშვილი. იგი მოსწავლეებს გააცნობს თავის შემოქმედებას, ასევე, ესაუბრება წიგნის სიყვარულზე.