geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-09-29
Beginning 12:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 107

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ალბომის – „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ – წარდგენა.

ალბომი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მასში თავმოყრილია  სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ხელოვნების ნიმუშების ფოტორეპროდუქციები და ქართველი პოეტების ლექსები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილს ეძღვნება.

ალბომი, რომლის შემდგენლები არიან ირინე აბესაძე და ზურაბ გაიპარაშვილი, გამოსცა უნივერსიტეტის გამომცემლობამ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Related events