გაცნობებთ, რომ 27-28 მაისს გაიმართება კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები".
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი და თსუ მუზეუმი.
კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნება 27 მაისს, 10.30 საათზე,
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის პროგრამა/თეზისებში.