26 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“ მართავს სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილეს. კონფერენციის მიზანია სტუდენტებში კონსტიტუციის ისტორიის, როლისა და მნიშვნელობის, ასევე, ეროვნული ღირებულებების ხაზგასმა.
იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ისტორია, სამართალი. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.