Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2025-12-03
Beginning 18:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 308.

3 დეკემბერს, ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში, თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება 1925 წელს საქართველოდან ერეც ისრაელში ალიის 100 წლის იუბილეს და მის ლიდერს, ნათან ელიაშვილს. ღონისძიებაზე საუბარი იქნება ისტორიის ამ ეპიზოდსა და მრავალმხრივ საინტერესო, მაგრამ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების - ნათან ელიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. პირველად იქნება წარმოდგენილი ნათან ელიაშვილის საოჯახო არქივში დაცული უნიკალური და საზოგადოებისათვის უცნობი ფოტომასალა, რომელიც მისმა შვილიშვილმა, ნათან ელიაშვილისადმი მიძღვნილი კვლევის ავტორმა, დოქტორმა რონი მილერმა გაუზიარა შეხვედრის ორგანიზატორებს.

 

ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი კვლევითი პროექტის - „ებრაული იდენტობა საქართველოში: საბჭოთა ტრანსფორმაცია (1921–1941)“ - ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები.

 

ღონისძიების პროგრამა: ლელა წიწუაშვილი ევროპული ებრაული კულტურის დღეები 2025: წიგნის ხალხი - წარდგენა რონი მილერი "მიუწვდომელი ოცნებები: წერილები სიონს" - მისალმება შეხვედრის მონაწილეებს ქეთევან კაკიტელაშვილი, თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტი ნათან ელიაშვილი: მრწამსი, ხედვა, მემკვიდრეობა მიხეილ მეფარიშვილი, თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტი საუკუნოვანი იმედი და ბრძოლა: 1925 წლის ალია

Related events