18 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, ფილოსოფიის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობა „მემორიას“ ინიციატივით, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში ჩატარდება ორი წიგნის წარდგენა. ესენია: გამომცემლობა „მემორიას“ წიგნის - „თომა აქვინელი - მთავართა მმართველობის შესახებ“ და „საქწიგნში“ დაბეჭდილი წიგნის, თსუ-ს პროფესორის, არსენ გვენეტაძის „სიცოცხლის ხელოვნება“.
ამავე დღეს, 11:00-17:00 სთ, თსუ-ს პირველი კორპუსის მეორე სართულზე, გაიმართება ფილოსოფიის მიმართულების წიგნების გამოფენა-გაყიდვა.