Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2025-04-28
Beginning 11:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას -  „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში  მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, წიგნის სიყვარულზე, ბავშვებს უკითხავენ თავიანთი   შემოქმედებიდან  მოთხრობებს,  იმართება დისკუსიები. მოსწავლეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.

 

28 აპრილს, 11:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სტუმრობი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის 46-ე საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები. ისინი ბიბლიოთეკაში შეხვდებიან საბავშვო მწერალს, მარიამ წიკლაურს, რომელიც ბავშვებს წაუკითხავს თავის მოთხრობებს. 

 

 

Related events