Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-11-02
Beginning 9:30 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115 და სააქტო დარბაზის ფოიე

1-3 ნოემბერს ჩატარდება თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო-სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“.

ღონისძიების მიზნებია ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია და თანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიის სფეროში მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვისა და ინოვაციური მიმართულებების განვითარების მიზნით.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ვახუშტი ბაგრატიონის მედლის დაარსება. კონფერენციის მიმდინარეობისას პირველად მოხდება მედლების გადაცემა წარმატებული მეცნიერისთვის, ახალგაზრდა მკვლევრისა და წარმატებული პედაგოგისთვის.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება Georgian Geographical Journal-ის სპეციალურ ნომერში.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური

კონფერენციის საპრეზენტაციო ნაწილი გაიმართება  2 ნოემბერს, 9:30 სთ.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.vbig.ge

Related events