Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-10-09
Beginning 18:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

 

9 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება პროექტის პრეზენტაცია „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისთვის“. 

 

პროექტს ახორციელებს ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო (Baltic to Black Sea Alliance - Georgia).

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტის მიზანია, დაწყებითი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება.  

 

სტუდენტებს მიეწოდება ახალი სასწავლო კურსი რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ემოციების მართვა, ურთიერთობები, თვითშემეცნება,  ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესთან გამკლავება, მოზარდობის და ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები და სხვ.   სწავლების კურსი შედგება 15 გაკვეთილისგან, რომელიც მოიცავს ემპირიულ ინტერაქციულ აქტივობებს, როლურ თამაშებს და დისკუსიებს. აღნიშნული ცოდნის და უნარების ათვისება დაეხმარება მომავალ მასწავლებლებს ხელი შეუწყონ პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში, სადაც ისინი იმუშავებენ.

 

პროექტის პირველ ეტაპზე, კურსი ხელმისაწვდომი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, დაწყებითი განათლების პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

პროექტის მეორე ეტაპზე (2024-25 წწ) დაგეგმილია სოციალურ-ემოციური კომპეტენციების სწავლება კიდევ 5 უნივერსიტეტში: ილიას უნივერსიტეტი, თელავის, ქუთაისის, ბათუმის და კავკასიის უნივერსიტეტებში.

 

Related events