Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-07-31
Beginning 17:45 HR
Address თსუ XI კორპუსი, 206 აუდიტორია

31 ივლისს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც დაგეგმილია:

აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა და პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. 

10.00 საათი - უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავის გვირგვინით შემკობა;

11.30 საათი - უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივი) კორპუსის მეორე სართული, აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა;

12.00 საათი -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია (აუდიტორია 206). კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას. 

1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას საფუძველი ჩაეყარა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური ფაკულტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად.

1922 წლის 30 ივლისს, ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

Related events