Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-08-23
Beginning 17:00 HR
Address ონლაინ

23 აგვისტოს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე!

მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური სამაგისტრო პროგრამების შესახებ. კერძოდ:

  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება
  • გავლენების  და კომუნიკაციის  ფსიქოლოგია
  • გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია
  • განათლების მეცნიერებები
  • განათლების ფსიქოლოგია
  • იურიდიული ფსიქოლოგია
  • პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება
  • ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება
  • ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)
  • შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია

შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე, სამეცნიერო და სასწავლო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, გააცნობენ ინფორმაციას პროგრამაზე სწავლების, საფაკულტეტო აქტივობების, სამეცნიერო საქმიანობის და სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე მოგივათ შეტყობინება და დეტალური ინსტრუქცია შეხვედრაზე დასასწრებად.

Related events