Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-06-29
Beginning 10:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 06.

29-30 ივნისს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ეროვნული კონფერენცია  "ინკლუზიური განათლება საქართველოში -  მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები -2023".

 

კონფერენცია გააშუქებს საქართველოში მიმდინარე ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე -  გაშუქებული იქნება  ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და ინოვაციები. ასევე, წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო კვლევები.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე,  რელევანტური კვლევების შედეგებს წარმოადგენენ მკვლევრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

 

კონფერენციის სამუშაო ენა -  ქართული.

კონფერენცია ტარდება  ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI)) 609736 – EPP – 1-2019-GE-EPPKA2-CBHE-JP (2019- 1938/ 001-001), გრანტი #1937) ფარგლებში.

Related events