Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-06-30
Beginning 14:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 301

 

30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა „გისისა და დისტანციური ზონდირების აპლიკაციები მიწათსარგებლობის ანალიზში-თეორიიდან პრაქტიკულ გამოცდილებამდე“ შედგება. შეხვედრა იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) მიერ დაფინანსებული პროექტის  „დისტანციური ზონდირების გამოყენებით გარემოს კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, რომისა და თბილისის მაგალითებზე“  ფარგლებში.

 

ვორქშოპის მიზანია გაიზარდოს დისტანციური ზონდირებისადმი ინტერესი სტუდენტებს შორის და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაეცნონ დისტანციური ზონდირების უპირატესობებს თანამედროვე კვლევებში. ვორქშოპი განკუთვნილია გეოგრაფიის, ფიზიკის, მათემატიკის და პროგრამირების მიმართულების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის.

 

სამუშაო შეხვედრას უძღვებიან მარიამ ციცაგი (თსუ, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი), ლორენცა ფიუმი (CNR) და დარიო გალო (CNR).

 

 

 

Related events