Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-03-28
Beginning 17:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 გამომცემლობა „დიოგენე“ და კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) გიწვევთ ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენაზე, რომელიც ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. 

 

 ვიქტორ ფრანკლი ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. მან სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.

 

 წიგნი შედის „დიოგენეს“ ახალ სერიაში “NONFICTION”, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს, მათ შორის, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ნაშრომებს.

 

 ღონისძიებას გახსნის „დიოგენეს“ დამფუძნებელი თამარ ლებანიძე, რომელიც მოკლედ წარადგენს წიგნს და ისაუბრებს სერიაზე „NONFICTION”.

 

 ფრანკლისა და მისი მოძღვრების შესახებ ლექციას წაიკითხავს ნინო ბერძნიშვილი, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პრეზიდენტი.

 

 საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია - წარსული, აწმყო და მომავალი - ისაუბრებს ფსიქოლოგი და პროფესიონალი PCC ქოუჩი, CALEA-ს წევრი ეთერ მაზანაშვილი.

 

 თარგმნის პროცესისა და ნაშრომის შესახებ მოჰყვება მთარგმნელი მაია ბადრიძე. ფრანკლსა და მის წიგნზე ისაუბრებს თსუ-ის პროფესორი, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი.

 

 შეხვედრის ბოლოს მოეწყობა სერია “NONFICTION”-ის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი. დასწრება თავისუფალია. 

 

Related events