2 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს ამერიკელი მოსამართლე ფლორიდის შტატიდან მარკ სპაისერი. ლექციის თემა იქნება აშშ-ის სამართლებრივი სისტემის მიმოხილვა. სპაისერს მოსამართლის პოზიციაზე მუშაობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და გახმაურებულ თუ ნაკლებად გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება 4 საქმე, რომლის განაჩენად სიკვდილით დასჯა დადგა.
საჯარო ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე და გათვალისწინებულია იურიდიული მიმართულების სტუდენტებისა და პროფესურისთვის. ლექცია/მოხსენების გარდა დაგეგმილია ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობაც. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ფლორიდის შტატის ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეებში რობერტ ტრაჩმენი.