Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-11-25
Beginning 11:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, 11.00 საათზე, თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურად თსუ-ის სტუდენტებისათვის "ევროპის კოლეჯის"  სასაწავლო და სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება. 

 

აღნიშნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ისტორიისა და მასთან  მონათესავე  დისციპლინების კურსდამთავრებულებს, რომლებიც გამოხატავენ სპეციფიკურ აკადემიურ ინტერესს ევროპის ისტორიისა თუ ევროპული ცივილიზაციის მიმართ, სთავაზობს  სამაგისტრო პროგრამებს და მათზე სწავლისათვის საჭირო სასწავლო სტიპენდიებს.  მონათესავე დისციპლინებში შედის: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, მხარეთმცოდნეობა, გეოგრაფია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, თეოლოგია, კლასიკური და თანამედროვე ენები და ლიტერატურა.

 

"ევროპის კოლეჯი"  ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი უმაღლესი სასწავლებელია ევროპაში, რომელსაც დღიდან მისი დაარსებისა, მიზნად აქვს დასახული, საერთო ევროპული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულებების მატარებელი ახალი ევროპული თაობების აღზრდა. თავდაპირველად იგი 1949 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში დაარსდა. 1992 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესისთვის მოსამზადებლად, უნივერსიტეტის ფილიალი ვარშავაშიც გაიხსნა. ევროპის კოლეჯში 50 ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, რომელთა დიდი ნაწილი ევროკავშირის ინსტიტუტების მოხელეები, პოლიტიკოსები და ლიდერები ხდებიან.

 

მსგავსი ღონისძიება თსუ-ში მესამედ ჩატარდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით,  2020-2021 წლებში  აღნიშნული ღონისძიება ზუმის პლატფორმის გამოყენებით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. 

 

Related events