Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-12-24
Beginning 19:00 HR
Address zoom: https://us02web.zoom.us/j/86726951740?pwd=YnJYc2Q2bUxWRU9xVGFvWDJRUTcxQT09 

24 დეკემბერს, 19:00 საათზე კონკურსის - ,,ანიდან ჰოემდე“ დაჯილდოების ღონისძიება  გაიმართება.
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში  ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა განახორციელა კონკურსი ,,ანიდან ჰოემდე“. 
 

კონკურსის მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში  ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობიერების ამაღლება,  ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან მათი დაახლოება.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-პოპულარული სახის ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქართული ანბანის განვითარების საფეხურები, ისტორია, თეორიები. მსმენელებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების აქტუალურ თემებზე.

 

კონკურსი ორი ნომინაციისაგან შედგებოდა: ა) სამეცნიერო-პოპულარული ესეების ნომინაცია; ბ) სამეცნიერო-პოპულარული ვიდეორგოლების ნომინაცია. ნაშრომების შეფასება საკითხის ცოდნასთან ერთად ითვალისწინებდა ქართული ენის ცოდნის დონეს, თხრობის ორიგინალობას.
 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის მოსწავლე-ახალგაზრდებმა არაერთი ქვეყნიდან: ამერიკა, ირლანდია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდა სამი გამარჯვებული - I, II და III ადგილის მფლობელები. გამარჯვებულების გარდა, სამახსოვრო საჩუქრებსა და ჯილდოებს მიიღებენ საუკეთესო ნაშრომების ავტორები.

 

დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: 

https://us02web.zoom.us/j/86726951740?pwd=YnJYc2Q2bUxWRU9xVGFvWDJRUTcxQT09 

Meeting ID: 867 2695 1740 

Passcode: 146266

Related events