Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-09-11
Beginning 12:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო

11 სექტემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ვარშავაში გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალის „Pro Georgia“-ს ახალი ნომრის პრეზენტაცია, აღინიშნება ამ ჟურნალის გამოცემის 30-ე წლისთავი, წმიდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა და გაიხსნება გამოფენა. ღონისძიებაზე თსუ პროფესორი ზურაბ ჭუბურიძე დაჯილდოვდება ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით.

სამეცნიეროჟურნალი"Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“დაარსდა 1991 წელსდა მისი დამაარსებელი გახლავთ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიურ/ქართველოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, დავითყოლბაია .ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. „პროგეორგიამ“ ჩაუყარა საფუძველი პოლონურ ქართველოლოგიას: ვარშავის უნივერსიტეტში ქართულიენის, მწერლობის, ეკლესიისისტორიის შესწავლას. სტატიები იბეჭდება პოლონურ და ინგლისურ ენებზე.

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს X საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მოხატულს მარგალიტის თვლებით და მინანქარით, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილს, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული.

Related events