Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-03-30
Beginning 15:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 206

30 მარტს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ ახალ ნომერში დაბეჭდილი მასალების პროფესიული განხილვა გაიმართება.

ღონისძიებაზე ალმანახში დაბეჭდილი თითოეული რუბრიკით გამოქვეყნებულ ნიმუშებს თითო კრიტიკოსი წარმოადგენს და შესაბამისად ხუთი მომხსენებელი იქნება: „პირველი სხივის“ პოეტური ნიმუშების ანალიზს პოეტი ნინო ქუთათელაძე წარმოადგენს, პროზისას და დრამატურგიისას - სალომე კაპანაძე, თარგმანს - გოჩა კუჭუხიძე განიხილავს, კრიტიკას - ადა ნემსაძე, ხოლო ესეისტურ ნიმუშებს - თამარელა წოწორია. 

 თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი ალმანახი ახალგაზრდებს  საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, თაობათა შორის კავშირის არსებობის ნიშნად, აღდგენილ ალმანახში ცნობილი პირველსხიველების ახალი ნაწარმოებებიც დაიბეჭდა. აღდგენილი პირველი ნომერი  უკვე შეფასდა როგორც ჩვენი საზოგადოებრივი და სამწერლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა.

„პირველი სხივის“ პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. მისი ინიციატორი უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრების ალმანახის ახალი ნომერი ყოველ წელს გამოდიოდა. 2004 წლამდე „პირველი სხივის“ 30 ნომერი დაისტამბა. მხოლოდ შარშან, გახდა შესაძლებელი განახლებული „პირველი სხივის“ პირველი ნომრის დაბეჭდვა. ამიერიდან ლიტერატურული ალმანახი რეგულარულად, წელიწადში ორი ნომერი გამოიცემა.

„პირველი სხივის“ ახალი ნომრის განხილვა გაიმართება ყოფილ 93-ე აუდიტორიაში.

Related events