Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-02-19
Beginning 15:00 HR
Address თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 თებერვალს პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში,  პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, 15:00 სთ-ზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ნინო პავლიაშვილის ონლაინ საჯარო მოხსენება და ტრენინგი გაიმართება.

საჯარო მოხსენება ეხება აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას, პლაგიატის პრევენციას, საბიბლიოთეკო ფონდების, ელექტრონული რესურსებისა და აკადემიური წერის რესურსების გამოყენებას პლაგიატთან ბრძოლაში. მოხსენების შემდეგ დაგეგმილია ტრენინგი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატისგან თავიდან არიდების საკითხებზე. 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.

ამასთან, ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში მომზადდა ვიდეო-ლექციათა კურსი ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორის, ევროპული კვლევების პრეზიდენტის, EUA CDE საბჭოს წევრის, ექსპერტის ედვინ კონსტაბლის მიერ. ვიდეო ლექციები განთავსებულია თსუ-ს YouTube გვერდზე. 

იხილეთ ბმულები:

1. ედვინ კონსტაბლის ვიდეო-ლექცია სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური კეთილსინიდისიერების თემაზე Scientific Integrity – a “how to” guide for the community"

2. ედვინ კონსტაბლის ვიდეო-ლექცია სოციალური მედიის, დიდი მონაცემების, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მართვის საკითხებზე Social Media, Big Data, Artificial Intelligence and Data Management

3. ედვინ კონსტაბლის ვიდეო-ლექცია აკადემიური გადაცდომის სახეების - ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, პლაგიატი (The big three FFP) შესახებ The big three FFP

Related events