Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-07-02
Beginning 11:00 HR
Address ონლაინ

2020  წლის  2-3 ივლისს  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს. 

ერთი ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს.

ონლაინ კონფერენცია ჩატარდება ZOOM პლატფორმაზე.

სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 10 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის ფორმატში, არაუმეტეს 15 სლაიდისა.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია (სარეგისტრაციო ფორმა) და გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – socpol.science@tsu.ge არა უგვიანეს 20 მაისის 12:00 საათისა. 

აბსტრაქტების შერჩევის ვადა: 25 მაისი,  18:00 სთ. 

აბსტრაქტის სტრუქტურა:

  • საკითხის აქტუალურობა
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • მოსალოდნელი შედეგები

შენიშვნა: აბსტრაქტი მომზადებული უნდა იყოს APA-ს სტილის გამოყენებით. მოცულობა უნდა იყოს 300-400 სიტყვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აბსტრაქტი არ განიხილება. 

ონლაინ პრეზენტაციის სტრუქტურა:

  • სათაური
  • აბსტრაქტი
  • საკითხის აქტუალობა
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა
  • ძირითადი ტექსტი 
  • დასკვნა
  • ბიბლიოგრაფია

მნიშვნელოვანი თარიღები:

20 მაისი  - აბსტრაქტების მიღების დასრულება;

25 მაისი - მონაწილეთა გამოვლენა;

2-3 ივლისი - ონლაინ კონფერენციის ჩატარების თარიღი.

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:  ელ.ფოსტაზე  socpol.science@tsu.ge

Related events