Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-02-18
Beginning 14:00 HR
Address მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

18 თებერვალს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის საბავშვო სერიის - "მოსწავლის არჩევანი" წარდგენა. 

სერიაში გაერთიანებულ მრავალფეროვანი ჟანრის ლიტერატურასა და საყვარელ ლიტერატურულ გმირებზე მოსწავლეებს პედაგოგი, თინათინ ქავთარაძე ესაუბრება.

გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის საყმაწვილო სერია „მოსწავლის არჩევანი“ გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს.

ღონისძიებაზე, გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის წიგნები გაიყიდება სპეციალური ფასდაკლებით.

Related events