Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-04-04
Beginning HR
Address
4 აპრილს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს ლინგველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და „ლინგველის“ დირექტორი ვახტანგ ველიაშვილი მოაწერენ. 
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ქვეყანაში განათლების სფეროში ინოვაციური პროექტების განვითარებას; გამოხატავენ მზადყოფნას საჯარო ლექციების, ტრენინგების, მასტერკლასების, სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებაში. „ლინგველი“ მხარს დაუჭერს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებაში, ევროპული ენების პოპულარიზაციისათვის საქართველოში აკრედიტებული უცხოური ორგანიზაციების და დონორების ჩართულობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტური სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობას. 

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.
Related events