Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-09-28
Beginning HR
Address
28 სექტემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები.“ დემოკრატიული რესპუბლიკისა და თსუ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ორგანიზატორებია საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროკავშირის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“.

კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური,  30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და ორასამდე მონაწილე დაესწრება; მათ შორის, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, აკადემიური წრეების. ბიზნესასოციაციების  და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ნოდარ ხადური თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ბულგარეთის, საბერძნეთის და უკრაინის კონკურენციის სააგენტოების ხელმძღვანელებთან. ასევე მემორანდუმი გაფორმდება საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის.
    
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

 

Related events