Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-06-01
Beginning HR
Address
1 ივნისს, 15:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უმასპინძლებს ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრ ,,ცისარტყელასა’’ და ,,SOS ბავშვთა სოფლის’’ აღსაზრდელებს.

პატარებს ადგილზე დახვდებიან უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მათ წაუკითხავენ ყველასთვის ცნობილ ზღაპრებს. ასევე გაიმართება ანიმაციური ფილმის ჩვენება.

ღონისძიების შემდეგ ბავშვები გადაინაცვლებენ უნივერსიტეტის ეზოში, სადაც მათ დახვდებათ ზღაპრის გმირები და ანიმატორები, მატისის სამხატვრო სტუდია, მოეწყობა სტუდიის ნამუშევრების გამოფენა, ხატვის მასტერკლასები, სახეზე მოხატვა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

Related events