Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე, აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული „iCREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“ პროექტის ფარგლებში ბაბეშ ბოლიაის სახელობის უნივერსიტეტში (რუმინეთი) და აიოვას უნივერსიტეტში (აშშ) 

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს

 

მოცემული პროგრამა განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, შესაბამისად, მასპინძელ უნივერსიტეტში / ქვეყანაში ფიზიკური მობილობა არ არის გათვალისწინებული.

 

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლების პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია;
  5. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  6. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ ბაბეშ ბოლიაის და აიოვას უნივერსიტეტის  მიერ შემოთავაზებული კურსები, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1
  7. თსუ სტუდენტებს უფლება აქვთ აირჩიონ კურსები ორივე უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნებიდან.
  8. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  9. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად 2021 წლის 11 იანვრის 14 საათამდე!

 

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

 

სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • უფასო სწავლა

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

  1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (2021 წლის 11 იანვრის 14:00 სთ) გასვლის შემდეგ; ასევე, არ რეგისტრირდება არასრული სააპლიკაციო პაკეტი. სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ. სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  2. აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
  3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;