Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

22 წლის უნივერსიტეტელი ,,პაიკი“ გაეროში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრან­ტი ნი­ნო გო­გო­ხია გა­ერ­თი­ან­ებ­ული ერ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად აირ­ჩი­ეს. ნი­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტე­რე­სებს გა­ერ­ოში 2021-2022 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­რად­გენს. რა პრი­ორ­იტ­ეტ­ები აქ­ვს სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­ერ­ოში? — გვე­სა­უბ­რე­ბა ნი­ნო გო­გო­ხია.

 

სა­კუ­თა­რი თა­ვის ას­ოც­ირ­ებ­ას ჭად­რა­კის ფი­გუ­რა — პა­იკ­თან — ახ­დენ, რა­ტომ მა­ინც და მა­ინც პა­იკი?

 

ვარ 22 წლის „პა­იკი“ — ასე აღ­ვიქ­ვამ სა­კუ­თარ თავს. თუმ­ცა, პა­იკ­ში ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ფი­გუ­რას ყვე­ლა­ზე დი­დი პო­ტენ­ცი­ალ­ით — და­ფის ბო­ლო­ში გა­და­იქ­ცეს ნე­ბის­მი­ერ იმ ფი­გუ­რად, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თვის. ალ­ბათ, სიმ­ბო­ლუ­რი­ცაა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ჭად­რაკს პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ­ად ვთა­მა­შობ­დი ად­რე­ულ წლებ­ში და ოს­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის წო­დე­ბაც მაქ­ვს.


ამ ეტ­აპ­ზე მა­გის­ტრა­ტუ­რას ვსწავ­ლობ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვი­სა და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის პროგ­რა­მა­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ამ­ას­თა­ნა­ვე, უკ­ვე გა­ერ­ოში ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუს­თან ერ­თად პა­რა­ლე­ლუ­რად ვარ მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია AIESEC-ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.


მჯე­რა ად­ამი­ან­ებ­ის უს­აზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და მსი­ამ­ოვ­ნებს ხალ­ხთან, ახ­ალ­გაზ­რდებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მენ­ტო­რო­ბა, ქო­უჩ­ინ­გი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და გა­რე­მოს უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ ცვლი­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.


მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცდი­ლობ სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­მოც­დას. ად­რე­ულ ას­აკ­ში ძა­ლი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მეც­ნი­ერ­ებ­ით, კერ­ძოდ კი ფი­ზი­კით. უც­ნა­ურია, მაგ­რამ მო­მი­წია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მეც­ნი­ერ­ებ­ასა და იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს შო­რის. ლექ­სებ­საც ვწერ­დი, დღემ­დე ვხა­ტავ და დი­ზა­ინ­ით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი.


წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან ვარ. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თა­ვად არ­ას­დროს ვყო­ფილ­ვარ აფხა­ზეთ­ში, გა­ვი­ზარ­დე ამ ად­გი­ლი­სად­მი უს­აზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი­თა და იმ რწმე­ნით, რომ ჩე­მი თა­ობა შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ის მი­წა­ზე მშვი­დო­ბი­ან­ად დაბ­რუ­ნე­ბას.

 

რო­გორ აღ­წერ­დი გზას, რო­მე­ლიც გაიარე გა­ერო-მდე?

 

ად­რე­ული ას­აკ­იდ­ან­ვე აქ­ტი­ური ახ­ალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­აში და სკო­ლის პე­რი­ოდ­იდ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის უმ­აღ­ლე­სი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ოდი. პა­რა­ლე­ლუ­რად კი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხვა აქ­ტვი­ვო­ბებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ საქ­მი­ან­ობ­აში. და­ვამ­თავ­რე სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ბო­ლო 5 წე­ლია ვარ მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია AIESEC-ის ნა­წი­ლი და ბო­ლო 2 წე­ლი კი — ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­სი­აც მშვი­დო­ბის­კენ სწრაფ­ვა და ად­ამი­ან­ური პო­ტენ­ცი­ალ­ის სრულ­ყო­ფაა. ჩე­მი პრო­ფე­სია და სხვა ნე­ბის­მი­ერი საქ­მი­ან­ობა კი ერ­თგვარ სიმ­ბი­ოზ­ურ კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან. სა­მარ­თა­ლი, სა­მარ­თლი­ან­ობა და მშვი­დო­ბა უმ­თავ­რეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბად მაქ­ვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მი­კა­ფა გზა გა­ერ­ომ­დე. ვცდი­ლობ­დი, რომ თა­ვი შე­სა­ბა­მი­სად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა და გა­მო­მე­ძერ­წა, რა­თა გა­ერ­ოში ღირ­სე­ულ­ად შემ­ძლე­ბო­და ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მოდ­გე­ნა. ძა­ლი­ან მად­ლი­ერი ვარ ყვე­ლა იმ ად­ამი­ან­ის, ვინც ამ კონ­კურ­სის შე­სარ­ჩევ კო­მი­სი­აში იღ­ებ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­ას და ვინც შეძ­ლო ჩე­მი პო­ტენ­ცი­ალ­ის და­ნახ­ვა.

 

რა იქ­ნე­ბა შე­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, პრი­ორ­იტ­ეტ­ები?

 

„ყვე­ლა თა­ობ­ას ეძ­ლე­ვა შან­სი, შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო. მჯე­რა, რომ სამ­ყა­რო გა­ნი­საზღვრე­ბა მას­ში მცხოვ­რე­ბი ად­ამი­ან­ებ­ით, ამ­იტ­ომ­აც გა­მო­სავ­ლად მი­მაჩ­ნია პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ანი, მცოდ­ნე და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის აღ­ზრდა, რა­თა და­დე­ბით გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მათ ჩვენს მო­მა­ვალ­ზე.


ჩე­მი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში ფო­კუ­სი იქ­ნე­ბა ინ­კლუ­ზი­ური, თა­ნას­წო­რი და მშვი­დო­ბი­ანი გა­რე­მოს შექ­მნა ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ამ­ას­თა­ნა­ვე, ვა­პი­რებ, ხე­ლი შე­ვუწყო ახ­ალ­გაზ­რდებს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ალ­ის სრულ­ყო­ფა­ში, მსოფ­ლი­ოს გაც­ნო­ბა­სა და მთლი­ანი სუ­რა­თის და­ნახ­ვა­ში, რა­შიც და­მეხ­მა­რე­ბა ჩე­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი და ქო­უჩ­ინ­გი­სა თუ მენ­ტო­რო­ბის პრო­ფე­სი­ული გა­მოც­დი­ლე­ბა.

 

ახ­ალ­გაზ­რდებს "პი­კის თა­ობ­ას" უწ­ოდ­ებ. რა­ტომ ეს სა­ხელ­წო­დე­ბა? რა არ­ის ამ თა­ობ­ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა?

 

ახ­ალ­გაზ­რდო­ბის დღე­ვან­დე­ლი თა­ობა უდ­იდ­ესია ის­ტო­რი­აში, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ობ­ის და­ახ­ლო­ებ­ით 40% 25 წლამ­დე ას­აკ­ისაა, ამ­იტ­ომ­აც ვუ­წო­დებ ჩვენს თა­ობ­ას "პი­კის თა­ობ­ას". პიკს მი­აღ­წია, რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ მსოფ­ლი­ოში, ას­ევე ჩვენ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მაც. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა კი სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის სწო­რად აღ­ქმა და გა­აზ­რე­ბაა.
იმ­ის­თვის, რომ ცვლი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნო, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შე­იმ­ეც­ნო და და­ინ­ახო დი­დი სუ­რა­თი, რაც გა­მო­იხ­ატ­ება სწავ­ლა­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ობ­ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც შე­იმ­ეც­ნებ, შეძ­ლებ გაიაზრო და გა­ით­ავ­ისო და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა გაიაზრებ, შეძ­ლებ შეც­ვა­ლო კი­დეც არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ. მე ასე ვხე­დავ ამ ერ­თგვარ ციკ­ლს და ვთვლი, რომ ამ ერ­თგვარ ჯაჭ­ვში ყვე­ლა­ზე მე­ტად პირ­ვე­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით. მეც სწო­რედ ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა­სა და უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ სწრაფ­ვას, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვთვლი პი­კის ახ­ალ­გაზ­რდე­ბის გა­მოწ­ვე­ვად. ჩვენ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უკ­ეთ­ესო ვერ­სი­ად ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რა­თა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სწო­რედ ჩვენ­მა „პი­კის თა­ობ­ამ“ შევ­ძლოთ ძი­რე­ული პო­ზი­ტი­ური ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის.

 

„მე ვარ ქარ­თვე­ლი, და მა­შა­სა­და­მე, მე ვარ მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქე“ — რამ­დე­ნად მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ეს ხედ­ვა თი­თოეული ად­ამი­ან­ის­თვის?

 

2020 წელს ჩვენ­მა დე­და­ბუ­ნე­ბამ გა­მოგ­ვაღ­ვი­ძა და გვაჩ­ვე­ნა, რომ ერ­თად დგო­მა გვჭირ­დე­ბა, რა­თა მი­ვაღ­წი­ოთ მშვი­დო­ბა­სა და ად­ამი­ან­ური პო­ტენ­ცი­ალ­ის სრულ­ყო­ფას, ამ­ის­თვის კი სა­ჭი­როა, ვი­მოქ­მე­დოთ ერ­თად, რო­გორც მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი­დევ უფ­რო მე­ტად მო­მი­წია და­ფიქ­რე­ბა ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ობა სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ასა და საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ში. ვი­ყა­ვი ინ­დო­ეთ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, რუ­მი­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, ავ­სტრი­აში, ჩე­ხეთ­ში და შე­მეძ­ლო ერთ დიდ ოთ­ახ­ში მე­ნა­ხა 100-ზე მე­ტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერ­თად. ახ­ალ­გაზ­რდე­ბის იმ­ედ­ით ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბის ნახ­ვამ კი­დევ უფ­რო მე­ტად შემ­მა­ტა ძა­ლა და ენ­თუ­ზი­აზ­მი — ვის­წრაფ­ვო მშვი­დო­ბის­კენ და დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად არ გავ­ჩერ­დე ამ მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.


ამ­გვა­რად, მე, რო­გორც ერ­თმა პა­ტა­რა პა­იკ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან, ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იყო და არ­ის ხი­დი ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის, მშობ­ლი­ური მი­წა აფხა­ზი და ოსი ხალ­ხის­თვის, მშვი­დო­ბის­თვის მებ­რძო­ლი ქვე­ყა­ნა, მსურს მივ­მარ­თო ყვე­ლას, რომ გა­ვიღ­ვი­ძოთ! გა­მო­ვი­ყე­ნოთ მო­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­ვა­აქ­ტი­ურ­ოთ ლი­დე­რო­ბა, გა­ვაძ­ლი­ერ­ოთ ერ­თმა­ნე­თი და და­ვიწყოთ ერ­თად მშვი­დო­ბი­ანი სამ­ყა­როს შე­ნე­ბა.


დღეს მე ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის სა­ხე­ლით ვიწყებ ამ მშვი­დო­ბი­ან კამ­პა­ნი­ას. სწო­რედ ამ­იტ­ომ, მე ვარ ქარ­თვე­ლი, და მა­შა­სა­და­მე, მე ვარ მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე!