Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

15 მიზანი, რასაც საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ემსახურება

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

და­ახ­ლო­ებ­ით სა­მი წლის ან­ზორ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა და გი­გა გლუნ­ჩა­ძემ „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ება“ და­აფ­უძ­ნეს. იდეა პრო­ექ­ტის — „გა­იც­ანი მსოფ­ლიო და გა­ნა­ვი­თა­რე შე­ნი რაიონი“ — გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­ას და­იბ­ადა, რო­მე­ლიც 2016 წელს და­იწყო, ახ­ლაც გრძელ­დე­ბა და მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 30 000-მდე ახ­ალ­გაზ­რდა არ­ის ჩარ­თუ­ლი. „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­თა და კომ­პლექ­სუ­რი პროგ­რა­მე­ბით ახ­ალი თა­ობ­ის ლი­დე­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და მა­თი გან­ვი­თა­რე­ბაა. ამ­ის­ათ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა და­იწყეს და და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი წა­მო­იწყეს, მათ შო­რის „სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი“ და "I see you — გა­იც­ანი მსოფ­ლიო და გა­ნა­ვი­თა­რე შე­ნი რაიონი/ქა­ლა­ქი". პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ისა და სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ათ­ას გა­და­აჭ­არ­ბა.

 

სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის და­ფუძ­ნე­ბის იდეა ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­იბ­ადა. პრო­ექ­ტში „გა­იც­ანი მსოფ­ლიო და გა­ნა­ვი­თა­რე შე­ნი რაიონი“, რო­მე­ლიც 2016 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 73 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ქვეყ­ნის 30 000-მდე ახ­ალ­გაზ­რდა არ­ის ჩარ­თუ­ლი და წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს. პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ახ­ალ­გაზ­რდე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კა­ზე (სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობა, ტუ­რიზ­მი, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა თუ სა­ქა­ლა­ქო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა) პრო­ექ­ტებს წე­რენ და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე პრე­ზენ­ტა­ცი­ას აკ­ეთ­ებ­ენ. „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­ზორ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ათ­ას­ობ­ით სტუ­დენ­ტს აქ­ვს სა­შუ­ალ­ება — პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან გა­ეც­ნონ და ით­ან­ამ­შრომ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან.

 

პრო­ექ­ტში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად მუ­შა­ობ­ენ შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: 1) სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბა; 2) კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და მის მო­ად­გი­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რა; 3) კო­მი­ტეტ­ში შე­მა­ვალ დე­პუ­ტა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა; 4) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან შეხ­ვედ­რა; 5) დე­პუ­ტა­ტის აპ­არ­ატ­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა და მუ­შა­ობა შემ­დეგ სა­კითხებ­ზე: ა) სა­კა­ნონ­მდებ­ლო ტექ­ნი­კა. ბ) სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი. გ) არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი ლექ­ცი­ები აპ­არ­ატ­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და წევ­რებ­თან; 6) სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტს; 7) კო­მი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სად ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ელ­ება სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტებ­თან სა­ერ­თო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით; 8) თე­ორი­ული მას­ტერ­კლა­სე­ბი და მე­ცა­დი­ნე­ობ­ები სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და მოწ­ვე­ულ სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან; 9) არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი ლექ­ცი­ები სხვა­დას­ხვა დარ­გის წამ­ყვან სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან (რო­გორც ქარ­თველ, ას­ევე უცხო­ელ სტუმ­რებ­თან ერ­თად); 10) სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცი­ებ­თან; 11) კო­მი­ტე­ტუ­რი შეკ­რე­ბე­ბი და ბრე­ინ­შტორ­მინ­გე­ბი, მზა­დე­ბა ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წარ­სად­გე­ნად; 12) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი; 13) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მუდ­მივ­მოქ­მე­დი და დრო­ებ­ითი კო­მი­სი­ებ­ის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩარ­თვა; 14) ექ­სკურ­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, ას­ევე სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში, სა­ელ­ჩო­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში; 15) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ და­გეგ­მილ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ში აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბა.

 

სტუ­დენ­ტურ პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ, ჩა­ერ­თონ თხუთ­მე­ტი­ვე კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობ­აში. ამ ეტ­აპე სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტურ პარ­ლა­მენ­ტში ოფ­იცი­ალ­ურ­ად ირ­იცხე­ბა 14 000-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც გა­ნა­წი­ლე­ბულ­ნი არი­ან 16 ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში. თი­თოეულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ან­ალ­ოგი­ური სტრუქ­ტუ­რა აქ­ვს: 16 კო­მი­ტე­ტი — კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მო­ად­გი­ლე­ები და წევ­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი ყო­ვე­ლი სე­ზო­ნის ბო­ლოს მას­პინ­ძლობს დას­კვნით კონ­ფე­რენ­ცი­ებს: „კონ­ფე­რენ­ციაპროფ­კავ­ში­რე­ბის სა­სახ­ლე­ში“, 2000-მდე სტუ­დენ­ტი (10.06.2019); „კონ­ფე­რენ­ცია სპორ­ტის ახ­ალ სა­სახ­ლე­ში“, 4000-მდე სტუ­დენ­ტი (23.12.2019).