Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

10 გაფრთხილება და პაატა იმნაძის ინსტრუქცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესისთვის

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

რას გვირ­ჩევს ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი პა­ატა იმ­ნა­ძე, რო­მე­ლიც COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით უკ­ვე აიც­რა. „კო­რო­ნა­ვი­რუ­სით (SARS-CoV-2) გა­მოწ­ვე­ული პან­დე­მია არ­ის კა­ცობ­რი­ობ­ის უდ­იდ­ესი გა­მოწ­ვე­ვა და თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის კრი­ზი­სი, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს დგას მთე­ლი მსოფ­ლიო. COVID-19 პან­დე­მი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ან­ის შემ­ცი­რე­ბი­სათ­ვის რა­ცი­ონ­ალ­ური გა­მო­სა­ვა­ლია ვი­რუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უს­აფ­რთხო და ეფ­ექ­ტი­ანი ვაქ­ცი­ნე­ბის და­ნერ­გვა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ეპ­იდ­ემი­ის დას­რუ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წი­ნა­პი­რო­ბაა“, — ამ­ბობს მეც­ნი­ერი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­აში გა­აქ­ტუ­ალ­ურ­ებ­ულ კითხვებ­ზე გვცემს პა­სუხს:

 

რა შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს უნ­დობ­ლო­ბის ის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც დღეს გაჩ­ნდა აც­რე­ბის მი­მართ?

 

2021 წლის 26 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად 2,7 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ად­ამი­ანი გარ­და­იც­ვა­ლა. პან­დე­მი­ამ უდ­იდ­ესი და­მა­ზი­ან­ებ­ელი ზე­გავ­ლე­ნა იქ­ონია თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ზე და, გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ცი­ალ­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის მი­ზე­ზი გახ­და მსოფ­ლი­ოში. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ამ­ცი­რებს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის, ავ­ად­ობ­ის და სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კს და პან­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტუ­რი სა­შუ­ალ­ებაა. ვაქ­ცი­ნა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის, ვინც COVID-19-ით ავ­ად­ობ­ისა და სიკ­ვდი­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა მ.შ. პრო­ფე­სი­ული საქ­მი­ან­ობ­ის, ას­აკ­ის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობ­ისა და და­ხუ­რულ ინ­სტი­ტუ­ცი­აში ცხოვ­რე­ბის სტა­ტუ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აუც­რე­ლი ად­ამი­ანი საფ­რთხის ქვეშ აყ­ენ­ებს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, ოჯ­ახ­ის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და მთლი­ან­ად სა­ზო­გა­დო­ებ­ას.

 

რო­გორც პრო­ფე­სი­ონ­ალი, რას ეტყვით მკითხველს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შე­დე­გი­ან­ობ­ასა და მის გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე (თუ გიმ­სჯე­ლი­ათ სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში და შე­გი­და­რე­ბი­ათ სხვა ვაქ­ცი­ნებ­თან)?

 

ეფ­ექ­ტუ­რო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურია და ემ­ყა­რე­ბა III ფა­ზის კვლე­ვებს, რაც აღ­წე­რი­ლია ან­ოტ­აცი­აში. ამ ეტ­აპ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა მერ­ყე­ობს 60-დან 95%-მდე. მა­გა­ლი­თად, ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნა გა­მოც­დი­ლია ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ. კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 23 000-ზე მე­ტი ად­ამი­ანი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ასა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში. ას­ევე 40 000 ად­ამი­ან­ის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა აშშ-ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, ჩი­ლე­ში, კო­ლუმ­ბი­ასა და პე­რუ­ში. კვლე­ვის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა 70 %-ს აჭ­არ­ბებს. ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნის ახ­ალ­მა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვამ, რო­მე­ლიც აშშ-ში ჩა­ტარ­და, აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა ად­ამი­ანს 79 %-ში იც­ავს სიმ­პტო­მუ­რი და­ავ­ად­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­გან და 100%-ში მძი­მე და­ავ­ად­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან. COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საძ­ლო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი დრო­ებ­ითი და COVID-19-ის ინ­ფექ­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შე­საძ­ლოა ახ­ლდეს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რაც ნორ­მა­ლუ­რია და მი­ან­იშ­ნებს, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­იმ­უშ­ავ­ებს იმ­უნ­იტ­ეტს. COVID -19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი ან მე­ორე დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლოა აღ­ინ­იშ­ნოს რე­აქ­ცია (ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, შე­წით­ლე­ბა) ინ­ექ­ცი­ის ად­გილ­ზე, დაღ­ლი­ლო­ბა, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, შემ­ცივ­ნე­ბა, ცხე­ლე­ბა, გუ­ლის­რე­ვა და ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ბის შე­შუ­პე­ბა.

 

თქვენ უკ­ვე აიც­ერ­ით. გაგ­ვი­ზი­არ­ეთ – რა შეგ­რძნე­ბე­ბი ან გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი (თუ იყო ას­ეთი) გა­მო­იწ­ვია?

 

ჩე­მი შეგ­რძნე­ბე­ბია: ინ­ექ­ცი­ის ად­გილ­ზე მტკივ­ნე­ულ­ობა, რო­მე­ლიც 2 დღე გაგ­რძელ­და და აც­რის მე-2 დღეს მსუ­ბუ­ქი დაღ­ლი­ლო­ბა და მუხ­ლის სახ­სრის მტკივ­ნე­ულ­ობა.

 

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა რო­გო­რია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში (თა­ვად თუ აიც­რეს)?

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის და ქვეყ­ნის ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, COVID-19 ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­ათ­ვის შე­ირ­ჩა სა­მიზ­ნე პო­პუ­ლა­ცი­ური ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თა მოც­ვა ეტ­აპ­ობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ეტ­აპ­ზე და­გეგ­მი­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის მი­ღე­ბის კუთხით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფად და თა­ვის მხრივ წარ­მო­ად­გენს რის­კს იმ მოწყვა­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თვის, რო­მელ­საც ის­ინი უწ­ევ­ენ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ას­ევე 75 წლის და უფ­რო­სი ას­აკ­ის და 65-74 წლის მო­სახ­ლე­ობ­ის ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე-2 ფა­ზა­ში. რაც შე­ეხ­ება ფა­კულ­ტეტ­ზე და­საქ­მე­ბულ კო­ლე­გებს, ჩვე­ნი დე­კა­ნის, ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი კორ­ძაიას „თა­მა­დო­ბით“ უკ­ვე ბევ­რი მათ­გა­ნი აიც­რა.

 

რა უნ­და იც­ოდ­ნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ვე­ლებ­მა (ხო არ არ­ის რა­იმე და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ლად უნ­და უთხრან ექ­იმს აც­რის წინ)?

 

COVID-19 mRNA ვაქ­ცი­ნის უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ცნო­ბი­ლი მძი­მე ალ­ერ­გი­ული რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნის ნე­ბის­მი­ერ კომ­პო­ნენ­ტზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ეთ­ილ­ენ­გლი­კოლ­ზე (PEG) ან მო­ნა­თე­სა­ვე მო­ლე­კუ­ლებ­ზე; მე­ორე დო­ზის­თვის — და­უყ­ოვ­ნებ­ლი­ვი ალ­ერ­გი­ული რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე. დრო­ებ­ითი უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე (38,50 C -ზე მე­ტი) მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება — ვაქ­ცი­ნა­ცია უნ­და გა­და­იდ­ოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე; COVID-19 გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­ულ­ებ­ით ან რე­კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლა­ზით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა — ვაქ­ცი­ნა­ცია უნ­და გა­და­იდ­ოს სულ მცი­რე 90 დღით, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ვაქ­ცი­ნინ­დუ­ცი­რე­ბუ­ლი იმ­უნ­ური პა­სუ­ხე­ბის ინ­ტერ­ფე­რენ­ცი­ის თა­ვი­დან არ­იდ­ებ­ის მიზ­ნით; ნე­ბის­მი­ერ სხვა აც­რა­სა და COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვა­ლი უნ­და იყ­ოს 14 დღე (გა­მო­ნაკ­ლი­სია ან­ტი­რა­ბი­ული პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ინ­ტერ­ვა­ლის დაც­ვის გა­რე­შე). გაფ­რთხი­ლე­ბა: ორ­სუ­ლო­ბა; ძუ­ძუ­თი კვე­ბა; იმ­უნ­ოკ­ომ­პრო­მი­სუ­ლი პი­რე­ბი, იმ­უნ­ოკ­ომ­პრე­სი­ულ თე­რა­პი­აზე მყოფ­თა ჩათ­ვლით — შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ შემ­ცი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი; ან­ამ­ნეზ­ში და­უყ­ოვ­ნე­ბე­ლი ალ­ერ­გი­ული რე­აქ­ცია სხვა ნე­ბის­მი­ერ ვაქ­ცი­ნა­ზე ან ინ­ექ­ცი­ურ თე­რა­პი­აზე (მაგ., კუნ­თებ­ში, ინ­ტრა­ვე­ნუ­რად ან კან­ქვე­შა ვაქ­ცი­ნებ­ზე ან თე­რა­პი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ უკ­ავ­შირ­დე­ბა mRNA COVID-19 ვაქ­ცი­ნე­ბის კომ­პო­ნენ­ტს ან პო­ლი­სორ­ბატს). უნ­და შე­ფას­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რის­კი-სარ­გე­ბე­ლი და ისე გა­დაწყდეს აც­რა. ას­ეთი პი­რე­ბი მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­ის ქვეშ უნ­და იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­იდ­ან 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში; სა­შუ­ალო ან მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება კვე­ბი­თი, კონ­ტაქ­ტუ­რი ან სე­ზო­ნუ­რი ალ­ერ­გი­ები, კვერ­ცხის, ჟე­ლა­ტი­ნის და ლა­ტექ­სის ჩათ­ვლით, არ გა­ნი­ხი­ლე­ბა სიფ­რთხი­ლის ზო­მად ან უკ­უჩ­ვე­ნე­ბად. ას­ტრა­ზე­ნე­კას რე­კომ­ბი­ნან­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ჰი­პერ­მგრძნო­ბე­ლო­ბა ვაქ­ცი­ნის აქ­ტი­ურ ნივ­თი­ერ­ებ­აზე ან და­ნა­მატ­ზე; მე­ორე დო­ზის­თვის — ან­აფ­ილ­აქ­სი­ური რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე. დრო­ებ­ითი უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე (38,50C -ზე მე­ტი) მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება; ნე­ბის­მი­ერ სხვა აც­რსა და COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვა­ლი უნ­და იყ­ოს 14 დღე (გა­მო­ნაკ­ლი­სია ან­ტი­რა­ბი­ული პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ინ­ტერ­ვა­ლის დაც­ვის გა­რე­შე); გაფ­რთხი­ლე­ბა: სის­ხლდე­ნე­ბი­სად­მი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, ან­ტი­კო­აგ­ულ­აცი­ური მკურ­ნა­ლო­ბა; იმ­უნ­ოკ­ომ­პრო­მი­სუ­ლი პი­რე­ბი, იმ­უნ­ოკ­ომ­პრე­სი­ულ თე­რა­პი­აზე მყოფ­თა ჩათ­ვლით — შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ შემ­ცი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი; ორ­სუ­ლო­ბა; ძუ­ძუ­თი კვე­ბა; სა­შუ­ალო ან მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება; თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია; დე­მი­ელ­ინ­იზ­აცი­ის დარ­ღვე­ვე­ბი.