Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ უნდა მივუდგეთ სქესობრივი განათლების საკითხს?

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ფორ­მებ­სა და მე­თო­დებ­ზე მსჯე­ლო­ბა არ წყდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნა­წი­ლი სკო­ლებ­ში სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ფორ­მა­ტით სწავ­ლე­ბას ითხოვს, ნა­წი­ლი — წი­ნა­აღ­მდე­გია. 4 წლის წინ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრომ ერ­ოვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იტ­ანა, შე­დე­გად სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­ული სა­კითხე­ბი სხვა­დას­ხვა სა­გან­ში გა­და­ნა­წილ­და და და­ინ­ერ­გა. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში კი თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ახ­ალი საგ­ნის — „ექ­იმ­ის სა­ათი“ — პი­ლო­ტუ­რი სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რა ვი­თა­რე­ბაა ამ­ჟა­მად, რას გეგ­მავს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ნერ­გი­ლი სტან­დარ­ტე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სწო­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად, სა­მი­ნის­ტროს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

— 4 წლის წინ ერ­ოვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი და სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში სქე­სობ­რივ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ები აის­ახა. რა შე­დე­გი გა­მო­იღო აღ­ნიშ­ნულ­მა ცვლი­ლე­ბამ?

 

— რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გარ­კვე­ული ინ­ფორ­მა­ცია წი­ნა თა­ობ­ის ერ­ოვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­შიც იყო გა­წე­რი­ლი, თუმ­ცა ძვე­ლი პროგ­რა­მა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის არ­ას­აკ­მა­რი­სად ჩა­ით­ვა­ლა. შემ­დეგ, გა­ერ­ოს მო­სახ­ლე­ობ­ის ფონ­დთან ერ­თად, ზო­გა­დად, საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი გა­და­ვა­მუ­შა­ვეთ (მათ შო­რის ბი­ოლ­ოგი­აშ­იც) და სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­ვაძ­ლი­ერ­ეთ. მინ­და ვთქვა, რომ ამ დრო­ის­თვის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის, სქე­სობ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის და რეპ­რო­დუქ­ცი­ული ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კითხე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია 6 სა­გან­ში: დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ამ თე­მებს მო­იც­ავს „ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლე­ბა“, „მე და სა­ზო­გა­დო­ება“, „ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო“, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე კი — „ბი­ოლ­ოგია“, „მო­ქა­ლა­ქე­ობა“ და „სპორ­ტი“. დაწყე­ბით სა­ფე­ხუ­რებ­ზე ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია პი­რად ჰი­გი­ენ­აზე, ჰი­გი­ენ­ის წე­სე­ბის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მოქ­მედ სხვა­დას­ხვა მავ­ნე ფაქ­ტო­რებ­ზე. სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ის­წავ­ლე­ბა ის­ეთი სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: გარ­და­ტე­ხის ას­აკი, რეპ­რო­დუქ­ცი­ული ჯან­მრთე­ლო­ბა, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ავ­ად­ებ­ები, ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ეს თე­მე­ბი გაშ­ლი­ლია რო­გორც ბი­ოლ­ოგი­ური, ას­ევე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

— რაც შე­ეხ­ება სექ­სუ­ალ­ური ძა­ლა­დო­ბის ამ­ოც­ნო­ბის სა­კითხს, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ის­წავ­ლე­ბა?

 

— დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე არ ის­წავ­ლე­ბო­და, თუმ­ცა ჩვენ გა­ერ­ოს მო­სახ­ლე­ობ­ის ფონ­დთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, იუნ­ეს­კოს სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ვა­კე­თეთ შე­სა­ბა­მი­სი სა­კითხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში აის­ახ­ება. ამ სა­კითხებს შო­რის არ­ის სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის და, ამ­ავე დროს, სექ­სუ­ალ­ური ხა­სი­ათ­ის და­ნა­შა­ულ­ის ამ­ოც­ნო­ბა. ვფიქ­რობთ, აუც­ილ­ებ­ელია ბავ­შვმა იც­ოდ­ეს — თუ რა არ­ის პი­რა­დი სივ­რცე, რო­გორ და­იც­ვას თა­ვი, რო­გორ მო­იქ­ცეს უცხო ად­ამი­ან­თან, რა არ­ის კარ­გი და ცუ­დი სა­იდ­უმ­ლო, სად არ შე­იძ­ლე­ბა შე­ხე­ბა, რა უნ­და გა­აკ­ეთ­ოს — თუ და­იკ­არ­გე­ბა, რო­დე­საც სახ­ლში მარ­ტოა და ა.შ. ეს სა­კითხე­ბი I-VI კლა­სე­ბის პროგ­რა­მა­შია გა­წე­რი­ლი. ას­ევე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახ­ალი საგ­ნის — „ექ­იმ­ის სა­ათი“ — პი­ლო­ტუ­რი სწავ­ლე­ბა თბი­ლი­სის 6 სკო­ლა­ში გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, წი­ნას­წარ გა­და­ვამ­ზა­დეთ სკო­ლის ექ­იმ­ები. სწავ­ლე­ბა ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის ფორ­მატ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. გაკ­ვე­თი­ლებს კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

 

გა­ზაფხულ­ზე „ექ­იმ­ის სა­ათ­ის“ პი­ლო­ტურ სწავ­ლე­ბას არა მარ­ტო თბი­ლის­ში, არ­ამ­ედ რე­გი­ონ­ებ­ის სკო­ლებ­შიც და­ვიწყებთ. ვგეგ­მავთ სკო­ლის ექ­იმ­ებ­ის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან გა­დამ­ზა­დე­ბას, რად­გან, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა სკო­ლას არ ჰყავ­და ექ­იმი, პარ­ლა­მენ­ტმა სა­მი­ნის­ტროს და­ავ­ალა ამ სა­კითხის გა­მოს­წო­რე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეტ­აპ­ობ­რი­ვად ვმუ­შა­ობთ.

 

— ას­ევე, იგ­ეგ­მე­ბო­და არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის — „ჯან­მრთე­ლო­ბა“ — და­ნერ­გვა უფ­როს­კლა­სე­ბის­თვის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა ვი­თა­რე­ბაა?

 

— ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მას­თან“ ერ­თად ვმუ­შა­ობთ, რო­მელ­მაც ერ­თსე­მეს­ტრი­ანი არ­ჩე­ვი­თი კურ­სი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. კურ­სი მო­იც­ავს რეპ­რო­დუქ­ცი­ულ და სქე­სობ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბას. ეს პრო­ექ­ტი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არ­ის.

 

— რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ, რომ სექ­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვი­თი და არა — სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ამ­ას სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს. ერთ-ერ­თმა არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სარ­ჩე­ლიც კი შე­იტ­ანა სა­სა­მარ­თლო­ში... ამ სა­კითხთან მი­მარ­თე­ბით თქვენ რა პო­ზი­ცია გაქ­ვთ?

 

— თუ სა­განს — „ჯან­მრთე­ლო­ბა“ — გუ­ლის­ხმობთ, ეს არ­ჩე­ვით კურ­სად დარ­ჩე­ბა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­ის და­ნერ­გი­ლი. ეს თე­მე­ბი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ბი­ოლ­ოგი­აში და სხვა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო საგ­ნებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ეს სა­კითხი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ახ­ალი სტან­დარ­ტე­ბით შედ­გე­ნილ შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, ნიშ­ნავს, რომ ამ სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბა არ­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სხვა­თა­შო­რის, „ექ­იმ­ის სა­ათ­იც“ არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლად მოიაზრება, მაგ­რამ ვეგ­მავთ, რომ გახ­დეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

 

— აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხია იმ პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რო­მელ­საც საგ­ნის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ევ­ალ­ებ­ათ სქე­სობ­რი­ვი და რეს­პრო­დუქ­ცი­ული სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბა, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­ნიშ­ნულ თე­მებ­ზე მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უბ­არს თავს არ­იდ­ებს...

 

— შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთ არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თუ კერ­ძოს სურს, რომ ეს სა­კითხე­ბი უფ­რო სიღ­რმი­სე­ულ­ად ის­წავ­ლე­ბო­დეს, თუმ­ცა მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტი, ამ ეტ­აპ­ზე, და­ფა­რუ­ლი გვაქ­ვს. ამ ეტ­აპ­ზე, მთა­ვა­რია, რომ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად და­ინ­ერ­გოს. ას­ევე, ვფიქ­რობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს სა­კითხი მას­წავ­ლებ­ლის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­შიც ჩა­იდ­ოს.

 

— სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის თა­ობ­აზე სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებს გეგ­მავს სა­მი­ნის­ტრო?

 

— მო­სახ­ლე­ობ­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­აქ­ტი­ურ­ებ­ას ვგეგ­მავთ. მა­გა­ლი­თად, იმ­ის­ათ­ვის, რომ რე­გი­ონ­ებ­ში და­იწყოს „ექ­იმ­ის სა­ათ­ის“ პი­ლო­ტუ­რი სწავ­ლე­ბა, ჩვენ სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებ­სა და დამ­რი­გებ­ლებს ვთხო­ვეთ, მშობ­ლე­ბის­თვის აეხ­სნათ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და აქ­ტუ­ალ­ობა. აუც­ილ­ებ­ელია მათ გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბა მა­თი შვი­ლე­ბის უს­აფ­რთხო­ებ­ის წი­ნა­პი­რო­ბაა. ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის არა­ერ­თი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა გვახ­სოვს, ამ­იტ­ომ მათ უნ­და იც­ოდ­ნენ, თუ რო­გორ ამო­იც­ნონ მო­ძა­ლა­დე. ას­ევე, კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რაც უფ­რო მე­ტი იცი­ან მო­ზარ­დებ­მა სქე­სობ­რივ და რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მით უფ­რო ნაკ­ლე­ბია ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის რის­კი. შე­სა­ბა­მი­სად, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ამ უნ­და იც­ოდ­ეს, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უს­აფ­რთხო­ებ­ის­თვის სწო­რი და დრო­ული ინ­ფორ­მი­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.