Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აღდგენილი ,,პირველი სხივი“-ს პირველი ნომრის შინაარსობრივი მიმოხილვა თსუ-ში

თა­მარ და­დი­ანი

 

მწერ­ლე­ბის ძვე­ლი და ახ­ალი თა­ობ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ული ღო­ნის­ძი­ება — ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ალ­მა­ნა­ხის „პირ­ვე­ლი სხი­ვის“ პირ­ვე­ლი ნომ­რის სა­მეც­ნი­ერო გან­ხილ­ვა გა­იმ­არ­თა 30 მარ­ტს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­იტ­ეტ­ის ყო­ფილ 93-ე (ახ­ლან­დე­ლი 206) აუდ­იტ­ორი­აში.

 

ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 50-იანი წლე­ბი­დან თსუ-ის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის 93-ე აუდ­იტ­ორი­აში ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით, ენ­ერ­გი­ითა და რო­მან­ტიზ­მით სავ­სე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ები იმ­არ­თე­ბო­და. ახ­ალ­გაზ­რდა მწე­რალ­თა წრის შეხ­ვედ­რა-დის­კუ­სი­ებ­ზე მა­შინ ჯერ კი­დევ ახ­ალ­გაზ­რდა, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი, ახ­ლა კი უკ­ვე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბი თუ პო­ეტ­ები თა­ვის პირ­ველ სიტყვას ამ­ბობ­დნენ და პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­დნენ სამ­წერ­ლო­ბო ას­პა­რეზ­ზე. ის, რაც დღე­ვან­დე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­სი­ამ­ოვ­ნო სი­ახ­ლეა, უკ­ვე ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და მო­ნატ­რე­ბუ­ლი დრო და გა­მოც­დი­ლე­ბაა.

 

საბ­ჭო­თა წარ­სულ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ები, ჟურ­ნა­ლის გან­ხილ­ვე­ბი ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატ­არ­ებ­და, სა­დაც, ძი­რი­თა­დად, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ხოტ­ბა-დი­დე­ბა ის­მო­და. 93-ე აუდ­იტ­ორია კი გა­მორ­ჩე­ული იყო ამ თვალ­საზ­რი­სით — აქ იყო რე­ალ­ური, თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე, სა­დაც აზ­რთა ჭი­დი­ლი, გულ­წრფე­ლი აღი­არ­ება, შე­ულ­ამ­აზ­ებ­ელი კრი­ტი­კა, დი­ალ­ოგი სხვა­დას­ხვა თა­ობ­ებს შო­რის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა და მძაფ­რი ემ­ოცი­ები იყო. აქ თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქავ­და სა­ზო­გა­დო­ება, იმ­სხვრე­ოდა საბ­ჭო­თა მარ­წუ­ხე­ბი და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რა­ღაც­ნა­ირ­ად ჩამ­ქრალ სივ­რცე­ში ეს იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუნ­ძუ­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის წევ­რებს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ ერ­თმა­ნეთ­ზე სა­უბ­არი — თა­მა­მად და მა­მა­ცუ­რად. აქ გულ­წრფე­ლო­ბას სწავ­ლობ­დი...

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე, სა­დაც პრო­ზა­იკ­ოს­ებ­ის, პო­ეტ­ებ­ის, მწერ­ლე­ბის, კრი­ტი­კო­სე­ბის მრა­ვა­ლი თა­ობა გა­იზ­არ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად დი­დი არ იყო, მაგ­რამ მა­ლე ის­ეთი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­იპ­ოვა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ალ­მა­ნა­ხის და­არ­სე­ბა, რი­სი ინ­იცი­ატ­ივ­აც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დელ რექ­ტორს, აკ­ად­ემ­იკ­ოს ნი­კო კეცხო­ველს ეკ­უთ­ვნის. ასე და­იბ­ადა „პირ­ვე­ლი სხი­ვი“, რომ­ლის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 1950 წელს გა­მო­ვი­და. ჟურ­ნა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ალ­გაზ­რდა მწე­რალ­თა წა­ხა­ლი­სე­ბას და მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის წარ­დგე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ „პირ­ვე­ლი სხი­ვის“ ნომ­რებ­ში შედ­გა ნო­დარ დუმ­ბა­ძის, რე­ზო ინ­ან­იშ­ვი­ლის, არ­ჩილ სუ­ლა­კა­ურ­ის, თა­მაზ ჩხენ­კე­ლის, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­ის, რე­ვაზ ჯა­ფა­რი­ძის, თა­მაზ და ოთ­არ ჭი­ლა­ძე­ებ­ის, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძის, შო­თა ნიშ­ნი­ან­იძ­ის, მო­რის ფოცხიშ­ვი­ლის, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­ის, ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ას, ლია სტუ­რუ­ას, რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლის და ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბი­სა თუ მეც­ნი­ერ­ებ­ის სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უტი. ალ­მა­ნა­ხის გა­მო­ცე­მა ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა და ის 2004 წლამ­დე გა­მო­დი­ოდა. და აი, 17 წლის შემ­დეგ ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი კვლავ შეკ­რი­ბა თსუ-ის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის ხელ­შეწყო­ბით აღ­დგე­ნილ­მა გა­მო­ცე­მამ, რო­მელ­საც, ტრა­დი­ცი­ულ­ად, 93-ე აუდ­იტ­ორი­ამ უმ­ას­პინ­ძლა.

 

„ამ ჟურ­ნა­ლის აღ­დგე­ნით ნამ­დვი­ლად დი­დი საქ­მე გა­კეთ­და. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ 16 წლი­ანი პა­უზ­ის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლი კვლავ გა­მო­დის. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ 93-ე აუდ­იტ­ორი­აში ვიკ­რი­ბე­ბით. ბევ­რმა თქვენ­თა­გან­მა ფე­ხი სწო­რედ აქ აიდ­გა, რო­გორც შე­მოქ­მედ­მა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ეს ერ­თო­ბა და ერ­თად ფიქ­რი იმ­აზე, თუ რო­გორ უნ­და გან­ვი­თარ­დეს ლი­ტე­რა­ტუ­რა, ზე­პირ­სიტყვი­ერ­ება, მწერ­ლო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ სხვა­დას­ხვა თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვხე­დავ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ არ­ის კუთ­ვნი­ლე­ბა ერ­თი თა­ობ­ის, ის ყვე­ლა­სია! ამ ღია სივ­რცე­ში სა­შუ­ალ­ება გვაქ­ვს შე­ვიკ­რი­ბოთ და ერ­თმა­ნეთს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, მწერ­ლო­ბა­ზე ვე­სა­უბ­როთ. მი­ხა­რია, რომ ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა, რი­თაც სა­შუ­ალ­ება მი­ეც­ემ­ათ რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდა, ისე ცნო­ბილ მწერ­ლებს თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მო­ებ­ები მკითხვე­ლის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­იტ­ან­ონ“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

 

„პირ­ვე­ლი სხი­ვის" ახ­ალი გა­მო­ცე­მა სხვა­დას­ხვა თა­ობ­ის 50-მდე ავ­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას აერ­თი­ან­ებს. პირ­ველ ნო­მერ­ში თავ­მოყ­რი­ლია რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დე­ბის, ას­ევე უკ­ვე ცნო­ბი­ლი პირ­ველ­სხი­ვე­ლე­ბის ნაშ­რო­მე­ბი.

 

ჟურ­ნალ­ში, გარ­და ორ­იგ­ინ­ალ­ური პრო­ზი­სა და პო­ეზი­ისა, და­ბეჭ­დი­ლია თარ­გმა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ენ­იდ­ან; ცალ­კე რუბ­რი­კა ეძ­ღვნე­ბა დრა­მა­ტურ­გი­ას, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­ასა და კრი­ტი­კას. გარ­და ამ­ისა, რუბ­რი­კა­ში — „მას­ტერ­კლა­სი“ — ახ­ალ­გაზ­და მწერ­ლებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ გა­ეც­ნონ რო­გორც უცხო­ელი, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს წე­რის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე და ეზი­არ­ონ მათ გა­მოც­დი­ლე­ბას ამ საქ­მე­ში. რუბ­რი­კა — „ჩვე­ნი ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ის გა­მო“ — დრო­დად­რო, ჟურ­ნალ­ში ად­რე და­ბეჭ­დილ, გა­მორ­ჩე­ულ მა­სა­ლებ­სა და მათ თავ­გა­და­სა­ვალს შეს­თა­ვა­ზებს მკითხველს.

 

სა­მეც­ნი­ერო გან­ხილ­ვა­ზე ჟურ­ნალ­ში თი­თოეული რუბ­რი­კით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნი­მუ­შებს თი­თო კრი­ტი­კო­სი წარ­მო­ად­გენ­და. „პირ­ვე­ლი სხი­ვის“ პო­ეტ­ური ნი­მუ­შე­ბის ან­ალ­იზი პო­ეტ­მა ნი­ნო ქუ­თა­თე­ლა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა, პრო­ზა და დრა­მა­ტურ­გია სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძემ მი­მო­იხ­ილა, თარ­გმან­ზე რე­ცენ­ზია გო­ჩა კუ­ჭუ­ხი­ძეს ეკ­უთ­ვნის, კრი­ტი­კა — ადა ნემ­სა­ძემ გა­ნი­ხი­ლა, ხო­ლო ესე­ის­ტურ ნი­მუ­შე­ბი — თა­მა­რე­ლა წო­წო­რი­ამ.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, მწე­რალ­მა და მეც­ნი­ერ­მა როს­ტომ ჩხე­იძ­ემ მი­სალ­მე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ალ­მა­ნა­ხის გან­ხილ­ვი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო­ბო­და რო­გორც ცნო­ბილ, ისე დე­ბი­უტ­ანტ ავ­ტო­რებს; მათ შე­მოქ­მე­დე­ბას ცალ-ცალ­კე გა­ნი­ხი­ლავ­და და შე­აფ­ას­ებ­და კომ­პე­ტენ­ტურ ლი­ტე­რა­ტორ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­ას სწო­რედ პრო­ფე­სი­ული, კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით და­ან­ახ­ებ­და ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას. „ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჟურ­ნალ­ში ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვხვდე­ბით რო­გორც ახ­ალ­ბე­და ავ­ტო­რებს, ისე გა­მო­ჩე­ნილ მწერ­ლებს. ეს არ­ის ერ­თგვა­რი და­ოს­ტა­ტე­ბის სკო­ლა, რო­მე­ლიც ახ­ალ­ბე­და ავ­ტო­რებს გზას აჩ­ვე­ნებს მკითხველ­თა გუ­ლე­ბის და­საპყრო­ბად...“ — გა­ნაცხა­და როს­ტომ ჩხე­იძ­ემ.

 

ჟურ­ნალ „პირ­ვე­ლი სხი­ვის „ სა­მეც­ნი­ერო გან­ხილ­ვა ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რის, პო­ეტ­ისა და მთარ­გმნე­ლის გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სიტყვით დას­რულ­და, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ებ­ისა და კრიკ­ტი­კო­სე­ბის მი­ერ ალ­მა­ნახ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა.

 

„დი­დი მად­ლო­ბა თი­თოეულ მომ­ხსე­ნე­ბელს. მათ სხვა თვა­ლით დაგ­ვა­ნა­ხეს აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ებ­ები. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დე­ბა. პირ­ველ ნო­მერს რა ნაკ­ლიც ჰქონ­და, ყვე­ლა­ზე უკ­ეთ­ეს­ად მე მაქ­ვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, მე­ორე ნო­მერ­ში უფ­რო მე­ტი ახ­ალი სა­ხე იქ­ნე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ახ­ალი თა­ობ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სიტყვას­თან და ლექ­სი­კას­თან. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ას­ახ­ოს ჟურ­ნალ­მა, რი­თაც ის­ინი სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან“, — გა­ნაცხა­და გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ და მსმე­ნე­ლებს იმ იმ­ედ­ით და­ემ­შვი­დო­ბა, რომ კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა „პირ­ველ სხივ­ში“ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის წარ­მოდ­გე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახ­ალ მწე­რალ­თა წრე, რო­მელ­საც კი­დევ უფ­რო მე­ტი მკითხვე­ლი, შემ­ფა­სე­ბე­ლი და დამ­ფა­სე­ბე­ლი გა­მო­უჩ­ნდე­ბა.