Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური მოდელები (მეორე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა)
Author: გიორგი ჯაიანი
Publish Date: 2018
isnb: 978-9941-13-714-3
Price: 9,50 ₾₾
Annotation

ავტორის მიერ 2006-2017 წლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაკითხული ძირითადი და არჩევითი კურსების საფუძველზე დაწერილ წინამდებარე სახელმძღვანელოში გადმოცემულია უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური მოდელები. სახელდობრ: დრეკადი და პლასტიკური დეფორმადი სხეულების გეომეტრიულად და ფიზიკურად წრფივი და არაწრფივი მოდელების, დრეკადობის მომენტური თეორიის, ჰიდროდინამიკის, მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედებების ძირითადი დამოკიდებულებები. მოყვანილია აგრეთვე ფირფიტების ღუნვის კირხჰოფ-ლიავის და მინდლინ-რაისნერის ტიპის მოდელები, ცვლადი სისქის ფირფიტების ი. ვეკუას იერარქიული მოდელები, ღეროების ეილერ-ბერნულის და იერარქიული მოდელები. განხილულია აგრეთვე მოდელები  ტემპერატურული ძაბვების გათვალისწინებით და ფირფიტის დრეკად ფუძეზე ღუნვის ვინკლერის მოდელი. წიგნთან მუშაობის გამარტივების მიზნით მას დართული აქვს საკითხის ღრმა გაანალიზებისათვის აუცილებელი დამხმარე მასალა, კერძოდ, თეორიული მექანიკის ელემენტები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია მათემატიკური, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური პროფილის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის; ის შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე როგორც ცნობარი აღნიშნული მოდლებით დაინტერესებულ პირთა მიერ.