Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
გერმანული ენის გრამატიკა, წიგნი III - სინტაქსი I
Author: მარინა ანდრაზაშვილი
Publish Date: 2009
isnb: 978-9941-13-145-5
Price: 16 ლ₾
Annotation

წინამდებარე ნაშრომი - ქართულენოვან შემსწავლელთათვის განკუთვნილი თანამედროვე გერმანული ენის პირველი ფუნდამენტური გრამატიკა - აღწერს ენის სისტემასა და მის ფუნქციონირებას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ენაში მოქმედ ზოგად კანონზომიერებათა გვერდით იგი ყურადღებას უთმობს ასევე ენის პერიფერიულ მოვლენებს - გამონაკლის შემთხვევებს, გადახრა-ანომალიებს - და იძლევა მათ ანალიზს აქტუალურ საილუსტრაციო მასალაზე დაყრდნობით.

ნაშრომი ოთხ წიგნს მოიცავს და, მიუხედავად მასალის მიწოდების რამდენიმე მორფოსინტაქსური ხასიათისა, მაინც გამიჯნავს ორ ნაწილს - მორფოლოგიასა (წიგნი I და წიგნი II) და სინტაქსს (წიგნი III და წიგნი IV).

წიგნი I - მორფოლოგია I - მკითხველს აცნობს ზმნას, არსებით სახელსა დ არტიკლს.

წიგნი II - მორფოლოგია II - განიხილავს დანარჩენ მეტყველების ნაწილებს: ზედსართავ სახელს, რიცხვით სახელს, ნაცვალსახელს, ზმნიზედას, წინდებულს, კავშირს, ნაწილაკსა და შორისდებულს.

წიგნი III - სინტაქსი I - ეძღვნება მარტივ წინადადებას; წარმოადგენს გერმანული ენისთვის სპეციფიკურ წინადადების მოდელებს; გამოყოფს თავისებულრი აგებულების წინადადებებს.

წიგნი IV - სინტაქსი II - ეძღვნება რთულ წინადადებას; იგი აშუქებს რთულ თანწყობილსა და ქვეწყობილ კომპლექსებს/პერიოდებს, ისევე როგორც დამოკიდებულ წინადადებათა ყველა ცალკეულ სინტაქსურ-სემანტიკურ ტიპს.

წიგნს ერთვის სამეცნიერო კორპუსი, რომელიც შეიცავს გაერთიანებულ სარჩევს, ბიბლიოგრაფიას, სიტყვათსაძიებელს და ორენოვან ტერმინთსაძიებელს.

ნაშრომი პირველად 1900-2003 წლებში დაისტამბა. წინამდებარე გამოცემის მთელი ტექსტი თავიდან გადამოწმდა გერმანისული ლინგვისტიკის თანამედროვე პოზიციებიდან, განივრცო და შეივსო დამატებითი ინფორმაციით; საილუსტრაციო მასალა აიწყო გერმანული ენის მართლწერის რეფორმის  საბოლოო (2007 წლის აგვისტო) ვერსიის გათვალისწინებით.

წიგნი განკუთვნილია უპირველესად გერმანისტიკის, ასევე უმაღლეს სასწავლებელთა ყველა სხვა განხრის ბაკალავრიატის, მაგისტრანტურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს გერმანული ენის მასწავლებლებს, თარჯიმან-რეფერენტებს, მთარგმნელებს, გამომცემლობათა რედაქტორებს, ენით დაინტერესებულ ყველა პირს.