Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ქართული ენა - სინტაქსის საკითხები
Author: ლეილა გეგუჩაძე
Publish Date: 2010
isnb: 978-9941-13-143-1
Price: 15 ₾₾
Annotation

წიგნი ავტორის მიერ ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების გრიფით შვიდ ნაკვეთად გამოცემული „ქართული ენის“ ბოლო სამი ნაწილის შევსებული ვარიანტია, რომელიც მხოლოდ და მთლიანად სინტაქსის საკითხებს ეძღვნება.

ნაშრომი შედგება რამდენიმე ძირითადი თემისაგან, რომლებიც ლოგიკური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი, დაწყებული უმცირესი ტაქსემებით - სიტყვათა წყვილებით, ანუ სინტაგმებით, - ვიდრე ზერთულ წინადადებამდე. გარდა ამ თემების დეტალური განხილვისა, წიგნში ყურადღება ექცევა მწკრივთა შესაძლო შეფარდებებსა და დროთა თანმიმდევრობის საკითხებსაც რთულ კონსტრუქციებში; თავმოყრილია სასვენ ნიშანთა ხმარების ძირითადი წესები.

დამხმარე სახელმძღვანელოდ ჩაფიქრებული ეს წიგნი, ვფიქრობთ, საჭირო სამსახურს გაუწევს არა მხოლოდ სტუდენტებსა თუ პედაგოგებს, არამედ ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერი დონის მკითხველსაც.