Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ნაზმნარი სახელები დიდოურ ენებში
Author: ნოდარ არდოტელი
Publish Date: 2009
isnb: 978-9941-12-860-8
Price: 2,80 ₾₾
Annotation

მონოგრაფიაში წარმოდგენილია დიდოურ ენათა ნაზმნარი სახელების - მასდარისა და მიმღეობის აღწერითი და ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. საკითხის დიაქრონული თვალსაზრისით კვლევისას მოხმობილია როგორც დიდოურ ენათა, ისე მონათესავე ენათა მონაცემები. ნაშრომში განხილულია მასდარისა და მიმღეობის წარმოების, ბრუნებისა და ფუნქციონირების საკითხები, მოცემულია მათი სისტემატიზაციის სურათი (თითოეულ თავს თან ერთვის სათანადო პარადიგმები). გარდა ამისა, გამოვლენილია არაერთი სახელზმნური ფორმა, რომელსაც ახლავს სათანადო კვალიფიკაციის ცდა.

წიგნი გაკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, ენის თეორიის სპეციალისტთა, კომპარატივისტთა და კავკასიური სპეციალობის სტუდენტთათვის. იგი დახმარებას გაუწევს ლექტორ-მასწავლებლებს სათანადო საკითხთა სწავლებისას.