Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
პრაქტიკული EXCEL (სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული)
Author: ცირა ჯაფიაშვილი, ამურ ძოძუაშვილი
Publish Date: 2009
isnb: 978-9941-13-106-6
Price: 2,20 ₾₾
Annotation

ნაშრომი ეხება საოფისე პროგრამა ექსელ 2007 გამოყენებას ეკონომიკურ სა საფინანსო გათვლებში. მასში გაშუქებულია ექსელის გამოყენების თითქმის ყველა ძირითადი სფერო. ყოველი კონკრეტული გამოყენების შემთხვევა ილუსტრირებულია პრაქტიკიდან აღებული თვალსაჩინო მაგალითით. მასალა, მისი უკეთ ათვისების მიზნით მკითხველს მიეწოდება თანმიმდევრობით - მარტივიდან რთულისაკენ.

წარმოდგენილ ნაშრომში ყველა ოპერაცია, შესრულებული ექსელის ამა თუ იმ აპარატის მიერ, ილუსტრირებულია ექსელის სამუშაო ფურცლის შესაბამისი ფრაგმენტით, რომელიც თან ერთვის ყველა განმარტებას. ბრძანებათა შესრულების მიმდევრობებს თან ერთვის კონკრეტული დიალოგური ფანჯრები და ინსტრუმენტული პანელის გარკვეული ნაწილის ილუსტრაციები.

ბრძანებები მოცემულია ოფისის ტრადიციულ ფორმატში (ინგლისურად) და შესრულებული ოპერაციები ახსნილია ქართულად.

წიგნი განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისათვის, განსაკუთრებით ეკონომიკისა და მართვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის. ასევე იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ექსელპროგრამით დაინტერესებულ ყველა პირს.